პროგრამის სახელწოდება | საერთაშორისო სამართალი |
უმაღლესი აკადემიური განათლების საფეხური | ბაკალავრიატი |
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი/კვალიფიკაცია (ქართულად და ინგლისურად) | საერთაშორისო სამართლის ბაკალავრი / Bachelor of International Law |
სწავლების ენა | ქართული |
პროგრამის მოცულობა კრედიტებით | 240 ECTS |
პროგრამის ხელმძღვანელი | პროფესორი, სამართლის დოქტორი - ირინე ქურდაძე |
პროგრამის სტრუქტურა: | |
კურსის სტატუსი | ECTS |
სავალდებულო საუნივერსიტეტო: | |
სპეციალობის საბაზისო სავალდებულო | 15 ECTS |
საჯარო სამართლის მოდულის სავალდებულო | 25 ECTS |
კერძო სამართლის მოდულის სავალდებულო | 40 ECTS |
სისხლის სამართლის მოდულის სავალდებულო | 20 ECTS |
საერთაშორისო სამართლის მოდულის სავალდებულო | 85 ECTS |
საერთაშორისო სამართლის მოდულის არჩევითი | 25 ECTS |
ინგლისური ენის კომპონენტის სავალდებულო სასწავლო კურსები | 30 ECTS |
სულ | 240 |
საერთაშორისო სამართლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია სტუდენტს:
● შესძინოს ფართო თეორიული ცოდნა სამართლის არსის, სისტემის, ძირითადი პრინციპების, სამართლებრივი სისტემების, ქართული სამართლის ისტორიული წყაროების, კერძო, სისხლის და საჯარო სამართლის სფეროების ძირითადი თეორიების, პრინციპებისა და რეგულირების თავისებურებების, ასევე სიღრმისეული ცოდნა საერთაშორისო საჯარო სამართლის არსისა და მნიშვნელობის, საერთაშორისო სამართლის განვითარების კანონზომიერებების, საერთაშორისო საჯარო სამართლის სისტემის, წყაროების, ძირითადი პრინციპების, სუბიექტების, ინსტიტუტების, საერთაშორისო და ეროვნული სამართლის თანაფარდობის, საერთაშორსიო უნივერსალური და რეგიონალური ორგანიზაციების სამართლებრივი სტატუსის, საერთაშორისო ხელშეკრულებათა მხარეებისა და მათი დადების წესის, სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების, ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის საერთაშორისო მექანიზმების, საერთაშორისო სამართლის ცალკეული დარგების, საერთაშორისო ინსტიტუტების პრაქტიკის, საერთაშორისოსამართლებრივი პასუხისმგებლობის სახეებისა და ფორმების, საერთაშორისოსამართლებრივი პასუხისმგებლობების მექანიზმების, ასევე საერთაშორისო დავების სახეების შესახებ;
● გამოუმუშავოს სამართლისა და საერთაშორისო სამართლის სფეროში არსებული რთული და გაუთვალისწინებელი პრობლემების ანალიზის, მათი გადაწყვეტის შესაბამისი მიდგომების განვითარების, ასევე საკუთარი სამართლებრივი დასკვნების თაობაზე იურიდიული ტერმინოლოგიის გამოყენებით ზეპირი და წერილობითი ფორმით კომუნიკაციის უნარი;
● გამოუმუშავოს ეროვნული და საერთაშორისოსამართლებრივი ნორმების, წყაროების, მეთოდების ანალიზის, საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენის, მათი შეფასების, სამართლებრივ დავაში პოზიციების დასაბუთების, კონკრეტული იურიდიული მოქმედებების განხორციელების, სამართლებრივ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღებისა და დასაბუთების უნარი;
● გამოუმუშავოს დავის გადაწყვეტის სტრატეგიისა და ტაქტიკის, იურიდიული ხასიათის დოკუმენტების, ასევე წინასწარ განსაზღვრული მითითებების შესაბამისად სამართლისა და საერთაშორისო სამართლის სფეროში კვლევითი და პრაქტიკული ხასიათის პროექტების შემუშავების უნარი;
● გამოუმუშავოს ქართულ ან/და ინგლისურ ენაზე საჭირო ინფორმაციის, მათ შორის საკანონმდებლო ცვლილებების, ეროვნული და საერთაშორისო სასამართლო პრაქტიკის, მეცნიერების სიახლეების მოძიების, გამორჩევის და საკუთარი ცოდნის მუდმივად განახლების უნარი;
● გამოუმუშავოს იურისტის ეთიკური და პროფესიული ქცევის ნორმების ფარგლებში მოქმედების, ასევე შესაბამისი სამართალწარმოების პროცესში სამართლებრივი ღირებულებების გათვალისწინებით მოქმედების უნარები.
საერთაშორისო სამართლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლება აქვს სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატის/ატესტატის ან მასთან გათანაბრებული დოკუმენტის მქონე საქართველოს მოქალაქეს, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე, რომელსაც აკადემიურ პროგრამაზე ჩარიცხვისათვის სავალდებულო საგნად ჩაბარული აქვს ინგლისური ენა.
ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე, საერთაშორისო სამართლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტთა მიღება/ჩარიცხვა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
საერთაშორისო სამართლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე მობილობის წესით ჩარიცხვა შესაძლებელია წელიწადში ორჯერ, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დადგენილ ვადებში, სავალდებულო პროცედურებისა და უნივერსიტეტის მიერ დადგენილი წესების დაცვით.
საერთაშორისო სამართლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვა, ან გადმოყვანის წესით ჩარიცხვა უცხო ქვეყნის აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან ხორციელდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გადაწყვეტილების საფუძველზე.
ცოდნა და გაცნობიერება
საერთაშორისო სამართლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ სტუდენტი:
(A) აღწერს:
● სამართლის არსს, ნიშნებს, ფუნქციებს, ფუნდამენტურ პრინციპებს, სამართლებრივ სისტემებს, სამართლებრივი მოწესრიგების მეთოდებსა და სტადიებს, განმარტების მეთოდებს, სამართლის ნორმის სახეებს, ქართული სამართლის სისტემის ძირითად თავისებურებებს, პრინციპებსა და ინსტიტუტებს, სამართლებრივი ურთიერთობის ელემენტებსა და სამართლის ნორმის შეფარდების სტადიებს, ქართული სამართლის ისტორიულ წყაროებს, ძველი ქართული სამართლის დარგებსა და ინსტიტუტებს, ძველი ქართული სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებსა და სამართალგანვითარების ტენდენციებს.
● სახელმწიფო მოწყობის ძირითად პრინციპებსა და ეროვნული მოდელის თავისებურებებს, ადამიანის უფლებათა კონცეპტუალურ და ღირებულებით საკითხებს, შეზღუდვის პრინციპებსა და დაცვის ეროვნული მექანიზმის თავისებურებებს, ადმინისტრაციული სამართლის ძირითად პრინციპებს, საჯარო მმართველობის კონსტიტუციურ საფუძვლებს, საჯარო მმართველობის პრინციპებს, საჯარო მმართველობის ორგანიზაციული მოწყობის ფორმებს, ადმინისტრაციული წარმოების სახეებსა და ადმინისტრაციული ორგანოების საქმიანობის ფორმებს, საკონსტიტუციო და ადმინისტრაციული დავების წარმოშობის მიზეზებს, ძირითად მახასიათებლებს, მათი სამართლებრივი საშუალებებით გადაწყვეტის გზებს, საკონსტიტუციო სამართალწარმოების პრინციპებს, სტადიებს, საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის განხილვის თავისებურებებს, ადმინისტრაციული სამართალწარმოების ძირითად პრინციპებს, სტადიებს და სასამართლოში ადმინისტრაციული საქმის განხილვის თავისებურებებს;
● კერძო სამართლის სისტემას, სამოქალაქო სამართლის მიზნებს, ამოცანებს, წყაროებს, სამოქალაქო სამართლის უზოგადეს ცნებებსა და პრინციპებს, სანივთო სამართლის სისტემას და პრინციპებს, სახელშეკრულებო და კანონისმიერ ვალდებულებით ურთიერთობებს, საოჯახო და მემკვიდრეობით სამართლებრივ ურთიერთობებს, შრომის სამართლის ძირითად პრინციპებს, შრომის უფლების დაცვის ეროვნულ მექანიზმებს, საკორპორაციო სამართლის პრინციპებსა და სამეწარმეო თავისუფლების დაცვის ეროვნულ მექანიზმებს, სამოქალაქო სამართლებრივი დავის წარმოშობის მიზეზებს, ძირითად მახასიათებლებს, მათი სამართლებრივი საშუალებებით გადაწყვეტის გზებს, სამოქალაქო სამართალწარმოების ძირითად პრინციპებს, სტადიებსა და სასამართლოში სამოქალაქო საქმის განხილვის თავისებურებებს;
● სისხლის სამართლის მიზნებს, ამოცანებს. ძირითად პრინციპებს, დანაშაულის არსსა და სახეებს, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თავისებურებებს, სასჯელის სისტემას, სისხლის სამართალწარმოების ძირითად პრინციპებს, სტადიებსა და სასამართლოში სისხლის სამართლის საქმის განხილვის თავისებურებებს;
● საერთაშორისო საჯარო სამართლის არსსა და მნიშვნელობას, საერთაშორისო სამართლის განვითარების კანონზომიერებებს, საერთაშორისო საჯარო სამართლის სისტემას, წყაროებს, ძირითად პრინციპებს, სუბიექტებს, ინსტიტუტებს, საერთაშორისო და ეროვნული სამართლის თანაფარდობას, საერთაშორისო უნივერსალური და რეგიონალური ორგანიზაციების სამართლებრივ სტატუსს, საერთაშორისო ხელშეკრულებათა მხარეებსა და მათი დადების წესს, სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებს, ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის საერთაშორისო მექანიზმებს, საერთაშორისო სამართლის ცალკეულ დარგებს, საერთაშორისო ინსტიტუტების პრაქტიკას, საერთაშორისოსამართლებრივი პასუხისმგებლობის სახეებსა და ფორმებს, საერთაშორისოსამართლებრივი პასუხისმგებლობების მექანიზმებს, საერთაშორისო დავების სახეებს.
უნარები
საერთაშორისო სამართლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ სტუდენტი:
(B) აანალიზებს სამართლისა და საერთაშორისო სამართლის სფეროში არსებულ რთულ და გაუთვალისწინებელ პრობლემებს, სამართლის მეთოდების გამოყენებით შეიმუშავებს მათი გადაწყვეტის გზებს და იურიდიული ტერმინოლოგიის გამოყენებით ასაბუთებს საკუთარ პოზიციებს/დასკვნებს ზეპირი და წერილობითი ფორმით;
(C) არჩევს, აანალიზებს და იყენებს შესაბამის ეროვნულ და საერთაშორისოსამართლებრივ ნორმებს, წყაროებს, მეთოდებს საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენის, მათი შეფასების, სამართლებრივ დავაში პოზიციების დასაბუთების, კონკრეტული იურიდიული მოქმედებების განხორციელების ან სხვა იურიდიული ამოცანის გადაწყვეტის მიზნით;
(D) შეიმუშავებს საკონსტიტუციო, სამოქალაქო, ადმინისტრაციული, სისხლის სამართლის და საერთაშორისო სამართლის სფეროში საპროცესო დოკუმენტების, ინდივიდუალური და ნორმატიული ადმინისტრაციული აქტების, კერძოსამართლებრივი, ადმინისტრაციული და საერთაშორისოსამართლებრივი ხელშეკრულებების, სხვა სამართლებრივი ხასიათის დოკუმენტების პროექტებს, ასევე დავის გადაწყვეტის სტრატეგიასა და ტაქტიკას, დავის გადაწყვეტის კანონიერი საშუალებებისა და ეთიკის ნორმების გათვალისწინებით;
(E) შეიმუშავებს საერთაშორისო სამართლის სფეროში კვლევითი და პრაქტიკული ხასიათის პროექტებს, წინასწარ განსაზღვრული მითითებების შესაბამისად.
პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა
საერთაშორისო სამართლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ სტუდენტი:
(F) მოიძიებს და გამოარჩევს ქართულ ან/და ინგლისურ ენებზე საჭირო ინფორმაციას, მათ შორის ეროვნული და საერთაშორისო სამართლის წყაროებს, საკანონმდებლო ცვლილებებს, სასამართლო პრაქტიკას, სამეცნიერო სიახლეებს, რითაც ავლენს საკუთარი ცოდნის მუდმივად განახლების უნარს, „მთელი ცხოვრების განმავლობაში სწავლის“ პრინციპის დაცვით;
(G) ცნობს იურისტის ეთიკური სტანდარტების საჭიროებას, პატივს სცემს ინდივიდთა უფლებებს, მონაწილეობს შესაბამისი სამართალწარმოების პროცესში იურისტის ეთიკური სტანდარტებითა და სამართლიანობის, ადამიანის უფლებების, სოციალური და დემოკრატიული ფასეულობების გათვალისწინებით.
საერთაშორისო სამართლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულს შესაძლებლობა ექნება იმუშაოს ნებისმიერ იმ თანამდებობაზე სადაც მოითხოვება სამართლის ან საერთაშორისო სამართლის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი და არ არის აუცილებელი სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარება ან/და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დამატებითი წინაპირობები.
საერთაშორისო სამართლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებული იურიდიული საქმიანობის განსახორციელებლად შეიძლება დასაქმდეს:
● საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებში;
● სასამართლო ორგანოებში;
● სამართალდამცავ და სხვა მაკონტროლებელ ორგანოებში;
● საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებსა ან სხვა ორგანიზაციებში;
● საქართველოს საგარეო პოლიტიკის შიდა (პრეზიდენტის ადმინისტრაცია, საგარეო საქმეთა სამინისტრო, იუსტიციის სამინისტრო, პარლამენტის აპარატი, და სხვ.) და საგარეო (საელჩო, საკონსულო) ორგანოებში, საერთაშორისო ორგანიზაციებში, მათ შორის საერთაშორისო მართლმსაჯულების ორგანოებში, ადამიანის უფლებების დაცვის ეროვნულ და საერთაშორისო ინსტიტუტებში.